ქალაქ ხობში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით წინასაახალწლო ზეიმი გაიმართა.
მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცეები, ხის საახალწლო სახლები, საახალწლო-საშობაო ბაზრობა, ინსტალაციები და ფოტოს გადასაღები სტენდები. ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე ზღაპრების კოსტიუმირებული გმირები, თოვლის ბაბუა, ელფები და მოსიარულე მუსიკოსები ზრუნავდნენ. მღეროდა "ოჩოს ქოხის", და ჯგუფი ანიკი. სადღესასწაულო ღონისძიება საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.