საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გასამართი ღონისძიებების ფარგლებში ამბროლაურში წინასაახალწლო ზეიმი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. საღამოს დასკვნით კონცერტზე ჯგუფი "მიქსტურა", ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე მღეროდნენ.
მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საზეიმო ვითარებაში აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხეც.