14 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
ერთადერთი სურვილი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას აერთოანებს - 2023 წელს მათი ფანჯრებიდან მავთულხლართები აღარ ჩანდეს

უკვე 14 წელია ათასობით მოქალაქე, 31 დეკემბერს საკუთარ სახლებს მავთულხლართების მიღმა ხედავს. ყოველი ახალი დღე საოკუპაციო ხაზთან დაბრუნების ახალი იმედით იწყება.

2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილები ცდილობენ ახალი წლის განწყობა ახალ სახლებშიც შექმნან.

ნაძვის ხე, ოსური ხაჭაპური-ხაბიზგინა, ღვინო და გოზინაყი, ასეთია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ადამიანების საახალწლო სუფრა.

ყველა ცდილობს ტრადიციას არ უღალატოს და ის გაიხსენოს, რაც წლების წინ მავთულხლართებს მიღმა დატოვა.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ერთი სურვილი აერთიანებს - 2023 წელს მათი ფანჯრებიდან მავთულხლართები აღარ ჩანდეს და წლების უნახავ ნათესავებს მალე შეხვდნენ.

დღის ამბები