17 მაისი 2024,   13:59
ვრცლად
მცხეთაში, საახალწლო ღონისძიება ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება გაიმართა მცხეთაში.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა. მათ შორის გაიმართა ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა და შობა-ახალი წელი მიულოცა.

ასევე, მოეწყო საბავშვო სივრცე და საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, პატარები ზღაპრის გმირებსა და თოვლის ბაბუას შეხვდნენ.

დღის ბოლოს კი მოსახლეობის განწყობაზე რუსა მორჩილაძემ, თემურ ყვითელაშვილმა, დათუნა სირბილაძემ და „სალიო”-მ იზრუნეს.

ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

 

დღის ამბები