24 ნოემბერი 2024,   13:00
ვრცლად
იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს. ერთ-ერთი დაუზუსტებელი ვერსიით, ქმარმა ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

"კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია დანაშაულის იარაღი, რომელიც გარდაცვლილ მამაკაცს ეკუთვნის.

მომხდარის დეტალებს "კურიერის" ჯგუფი არკვევს.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები