19 მაისი 2024,   12:25
ვრცლად
რუსთავში რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 8 მილიონამდე ლარის ღირებულების პროექტები ხორციელდება

რუსთავში რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 8 მილიონამდე ლარის ღირებულების პროექტები ხორციელდება. კლდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, პროექტის ფარგლებში შენდება არაფორმალური განათლების ცენტრი - მედიათეკა, ასევე დენდროლოგიური ზონები, საბავშვო და სპორტული სივრცეები.

ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა რჩეულიშვილის ქუჩაზე, რომელიც მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში ხორციელდება. ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში კი შიდა ქუჩების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

დღის ამბები