27 მაისი 2024,   09:12
ვრცლად
ძლიერი თოვა და ნისლი, თბილისში მაქსიმალური ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება - როდემდე გაგრძელდება თოვლიანი ამინდი

უამინდობა მთელი ქვეყნის მასშტაბით მომდევნო სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ყინვა და ნალექი იქნება.

დასავლეთში მოსალოდნელია ძლიერი ქარიც. ცალკეულ მოაკვეთებზე შესაძლებელია იყოს ნისლი და ქარბუქი. სპეციალისტები ქვეყანაში გამოდარებას 13 იანვრიდან ელოდებიან.

"დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი აღინიშნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგიერთ რაიონში თოვლი და ნისლი.

თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში ველოდებით თოვლს და ნისლს. მაქსიმალური ტემპერატურა თბილისში 0 და -1 ფარგლებში დაფიქსირდება. 13 იანვრიდან საქართველოში მოხდება ამინდის პირობების მკვეთრი გაუმჯობესება, გამოიდარებს," - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების მთავარი სინოპტიკოსი ნაირა მანველიშვილი.

დღის ამბები