ჩოხატაურში უამინდობამ გარკვეული პრობლემები გამოიწვია. ქალაქის ტერიტორიაზე, ძლიერი ქარის შედეგად, რამდენიმე ხე წაიქცა. მათ შორის, დაზიანდა საახალწლო ნაძვის ხეც, რომელიც მალევე აღადგინეს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე ვითარებას ადგილზე გაეცნო. მერიის შესაბამისი სამსახურები დაზიანებულ მონაკვეთებზე სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ.