17 მაისი 2024,   13:41
ვრცლად
5 ივლისის საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხადებს

5 ივლისის საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხადებს.

დღევანდელ სხდომაზე, მსჯავრდებულების ნაწილმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.

დაცვის მხარე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებას ელოდება. ექვს პირს საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება ბრალდების პოზიციას- პროკურატურა პატიმრობის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას და ლია თვალიაშვილის ეპიზოდზე ბრალდებული ცოტნე ჩიხლაძისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს.

საუბარია 5 ივლისს დაზარალებულთა ნაწილის საქმეზე, კერძოდ ილია თვალიაშვილის, ლექსო ლაშქარავას და მირანდა ბაღათურიას ეპიზოდზე

დღის ამბები