სტიქია იმერეთში - ქუთაისში ძლიერმა ქარმა დააზიანა ინფრასტრუქტურა, სახლებს სახურავები მოხადა და მოგლიჯა ხეები.
მერის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ითვლება ზარალი, მოქმედებს ცხელი ხაზი.
ძლიერი ქარი, სინოპტიკოსების პროგნოზით დასავლეთ საქართველოში შაბათამდე იქნება.