19 მაისი 2024,   18:26
ვრცლად
"აუცილებლად დადგება დღე, როდესაც უკრაინის დროშა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშებთან გათანაბრებული იქნება" - ზელენსკი

"აუცილებლად დადგება დღე, როდესაც უკრაინის დროშა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშებთან გათანაბრებული იქნება" - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა შტაბის სხდომის დეტალებზეც ისაუბრა, მისი თქმით, შეხვედრის მთავარი თემა დონეცკის ოლქში, ბახმუტისა და სოლედარის მიმართულებებისთვის დეტალური საბრძოლო სტრატეგიის შემუშავება იყო.

"გავმართე შტაბის მორიგი შეხვედრა, რომლის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია - სოლედარი, ბახმუტი და ზოგადად დონეცკის ოლქში მიმდინარე ბრძოლა იყო. დეტალურად გავაანალიზეთ, რა გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, როგორი გადაჯგუფება გვჭირდება, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს დღეებში. ასევე ვისაუბრეთ იარაღის მიწოდებასა და პარტნიორებთან არსებულ კომუნიკაციაზე. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება, ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის. აუცილებლად დადგება დღე, როდესაც უკრაინის დროშა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშებთან იქნება გათანაბრებული," - აცხადებს ზელენსკი.

დღის ამბები