"რუსთავი 2-მა" ვაზისუბანში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დეტალები გაარკვია.
ცოლ-ქმარი, რომელიც ლიფტის შახტაში ჩავარდა, საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა. მათ ვაზისუბანში, სადაც შემთხვევა მოხდა, ბინა ახალი ნაყიდი ჰქონდათ.
როგორც "რუსთავი 2-ს" თვითმხილველი უყვება, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ცოლ-ქმარმა ლიფტი გამოიძახა, კარი გაიხსნა, თუმცა ლიფტის კაბინა იმ სართულზე არ აღმოჩნდა და მამაკაცი შახტაში ჩავარდა. მის დახმარებას მეუღლე ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი დაიძრა და ორივე დაიღუპა.
"რუსთავი 2-მა", ასევე, გაარკვია, რომ უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილ ცოლ-ქმარს, ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ.
გარდაცვლილები 35 წლამდე ასაკის არიან.
ნახეთ, ასევე : მოსახლეობას ლიფტის პრობლემებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, გამგეობისთვის არ მოუმართავს - ისნის რაიონის გამგებელი