გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის რეიტინგმა გერმანიის რეგიონული საზოგადოებრივი ტელერადიომაუწყებლობის გაერთიანების კვლევების ისტორიაში, ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. მის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ 10% აფასებს, 88% კი, უკმაყოფილებას გამოხატავს.
კანცლერის ინდივიდუალური რეიტინგის ვარდნის პარალელურად, ბოლო 5 წლის მინიმუმზეა მისი პოლიტიკური გაერთიანების შეფასებაც, რომლის რეიტინგიც 20%-ს შეადგენს.
გამოკითხვის თანახმად, პარტიულ რეიტინგებში 27%-ით კვლავ პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ლიდერობს.
სოციოლოგიური კვლევა, რომლის ცდომილების ზღვარი 2-დან 3 პროცენტამდეა, 28-30 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.