30 აგვისტო 2026,   02:24
ვრცლად
საცალო და საბითუმო რეალიზატორები უკვე 15 თებერვლიდან ვალდებული იქნებიან, ახალი ფასების მიხედვით უზრუნველყონ მედიკამენტების რეალიზაცია - მინისტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ ფარმაცევტულ სექტორს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში აქვს საშუალება, გადახედოს მედიკამენტებზე დადგენილ ზღვრულ ფასებს და არგუმენტირებული პრეტენზიის შემთხვევაში, საკითხს სპეციალური საბჭო განიხილავს.

"გამოვაქვეყნეთ უკვე პირველი ეტაპი რეფერენტული ფასების, სადაც განისაზღვრა როგორც საბითუმო, ასევე საცალო დონეზე კონკრეტული ზღვრული ფასები მედიკამენტებზე. სექტორს მომდევნო 15 დღის განმავლობაში აქვს საშუალება, გადახედოს ფასებს. თუ რომელიღაც კონკრეტულზე ექნება არგუმენტირებული პრეტენზია, განვიხილავთ, სპეციალური საბჭო შეიქმნა ამისთვის. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ზღვრული ფასები 15 თებერვლიდან შევა ძალაში. საცალო და საბითუმო რეალიზატორები უკვე 15 თებერვლიდან ვალდებული იქნებიან, ახალი ფასების მიხედვით უზრუნველყონ მედიკამენტების რეალიზაცია“ - განაცხადა აზარაშვილმა. 

დღის ამბები