17 მაისი 2024,   09:47
ვრცლად
გელათის მონასტრის წინამძღვრის კელიაში ხანძარი გაჩნდა - მღვდელმონაზონი კლინიკაში მოათავსეს

გელათის მონასტრის წინამძღვარს კელიაში ხანძარი გაუჩნდა, მღვდელმონაზონი იოსები (ბურჯანაძე) კლინიკაშია მოთავსებული.  

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ცეცხლი მონასტრის წინამძღვარს კაბაზე მოეკიდა, როს გამოც სხეულის 50%-იანი დამწვრობა მიიღო. წინამძღვარი კლინიკაშია მოთავსებული და მას სათანადო მკურნალობა უტარდება.

ხანძრის შედეგად დაიწვა კელიის ნაწილი. გელათში ხანძრის გაჩენის მეორე შემთხვევაა. პირველ შემთხვევის დროს კელიის ნაწილი დაიწვა.

დღის ამბები