გორის მუნიციპალიტეტის მერი სოფლებში მოსახლეობას ხვდება. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ადგილობრივებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ პროექტებს აცნობს - მოსახლეობამ მათგან ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტული უნდა შეარჩიოს. შეხვედრები დაგეგმილია 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში.
პროგრამის ფარგლებში თითოეულ სოფელში 10 000-დან 20 000 ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. შერჩევის პროცესი გორის მუნიციპალიტეტში თებერვალში დასრულდება.
"ყველა სოფელში შევეცდები ჩავიდე, მოვუსმინო და მათი საჭიროებისამებრ მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება," - განაცხადა მერმა.