30 აგვისტო 2026,   01:54
ვრცლად
"ვფიქრობ, რომ აღმოჩენილი ართრიტი შეიძლება იყოს ტოქსიური ზემოქმედების შედეგი" - ჯეიმს კობი სააკაშვილზე​

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი განახლდა - ამ წუთებში მარიამ ჯიშკარიანი იკითხება.

მანამდე კი მხარეების შეკითხვებს ამერიკელმა ექსპერტმა ჯეიმს კობმა უპასუხა. მისი განცხადებით, სააკაშვილს მენჯ-ბარძაყისა და მხრის სახსრის მიდამოებში ართრიტი აღენიშნება, რაც შეიძლება ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი იყოს.

"მე შევამოწმე პაციენტი 8 ოქტომბერს. ნოემბერში მას გაუკეთდა MRI და დავადგინე, რომ მენჯ-ბარძაყის ორივე სახსარში ართრიტი დადგინდა. ციხის ერთ-ერთ დაწესებულებაში გადაყვანისას დააზიანეს მისი კისერი. მას ჰქონდა რამდენიმე გულყრა. ვფიქრობ, რომ აღმოჩენილი ართრიტი შეიძლება იყოს ტოქსიური ზემოქმედების შედეგი. ვერცხლისწყალი იწვევს ხოლმე სახსრების დაზიანებას. მსგავსი ტიპის დაზიანება შესაძლოა ელექტროშოკსაც გამოეწვია.

არ ვიცი რა ხდება საპატიმროში, მაგრამ ჩემს პრაქტიკაში მინახავს, რომ ამ ტიპის დაზიანებებს ელექტროშოკერიც იწვევს. როგორც წესი, ეს არის ხოლმე უკან მხრის ამოვარდნა.

არ შემიძლია გითხრათ აქვს თუ ახლა ამოვარდნა, უნდა მქონდეს უახლეს პერიოდში ჩატარებული კვლევები.

ჩემს პრაქტიკაში, როცა წამების მსხვეპლს ვხვდები, ვიცი, რომ ამ ტიპის დაზიანებას იწვევს მხრის თავზე. მე ამით ვიხელმძღვანელე," - ამბობს ჯეიმს კობი.

სასამართლო განიხილავს ადვოკატების მოთხოვნას სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან, ან მისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. უფლებადამცველებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ მოწმეების დაკითხვა მაქსიმუმ 30 წუთი გაგრძელდეს.

მოსამართლემ წაიკითხა ექიმების წერილი, რომელშიც მედიკოსები აცხადებენ, რომ სააკაშვილის ტრანსპორტირების რეკომენდაციას ვერ გასცემენ. დისტანციურად კი სააკაშვილი სხდომებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. სხდომაზე დაცვის მხარესა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს შორის იყო კამათიც.

დღის ამბები