ჩვენ დავაწესეთ უძლიერესი სანქციები, რაც რუსეთის ეკონომიკას ათწლეულის განმავლობაში რეგრესის წინაშე აყენებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება.
"უკრაინამ შეძრა მსოფლიო და შთააგონა ევროპა. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ევროპა ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება. ბევრს ეჭვი ეპარება, იქნება თუ არა ევროპული მხარდაჭერა ასეთი ურყევი. მაგრამ დღეს უკრაინა არის ევროკავშირში შესვლის კანდიდატი ქვეყანა. ევროპული ქვეყნები სულ უფრო მეტ კრიტიკულ იარაღს აწვდიან უკრაინას. ჩვენ მივიღეთ დაახლოებით 4 მილიონ უკრაინელი ჩვენს ქალაქებში, ჩვენს სახლებსა და სკოლებში. ჩვენ დავაწესეთ უძლიერესი სანქციები, რაც რუსეთის ეკონომიკას ათწლეულის განმავლობაში რეგრესიის წინაშე აყენებს , მის ინდუსტრიას კი ნებისმიერი თანამედროვე და კრიტიკული ტექნოლოგიების გარეშე. რუსეთის დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება. ამ მხარდაჭერის დასადასტურებლად, ჩვენ გუშინ გამოვაცხადეთ, რომ კომისია გამოუყოფს 3 მილიარდ ევროს ფინანსურ მხარდაჭერას. ეს არის ჩვენი 18 მილიარდი მხარდაჭერის პაკეტის პირველი ტრანში 2023 წლისთვის, რაც ყველაზე დიდი მაკროფინანსური დახმარებაა მესამე ქვეყნისთვის," - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.