ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმის განხილვა წინასასამართლო სხდომაზე იწყება.
დაცვის მხარე სასამართლოს მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლობის შუამდგომლობით მიმართავს. ადვოკატი ასევე მოითხოვს პროცესის დახურვას.
ბრალდებულს, 35 წლის ლევან მარტიაშვილს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა.
შემთხვევა ოქტომბრის ბოლოს თბილისის ცენტრში მოხდა. ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა 3 მამაკაცი.