30 აგვისტო 2026,   06:02
ვრცლად
ძმები კაკულიების დღევანდელ პროცესზე დაზარალებულების გამოკითხვა იგეგმება

დაზარალებულების გამოკითხვა იგეგმება ძმები კაკულიების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე. თუ რა ფორმით მოხდება ეს - მოგვიანებით გაირკვევა.

დაზარალებულები - სერგო ქურთიაშვილი და გიორგი კაჭკაჭიშვილი ქვეყანაში არ იმყოფებიან. ამით ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდება და საკუთარი პოზიციის გაცნობას დაცვა დაიწყებს.

ბრალდებული ძმები კვლავ დუმილის უფლებით სარგებლობენ. დავით და გუგა კაკულებს სერგო ქურთიაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები