"ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციამ ბრიფინგი გამართა და მხარდაჭერა ნიკა მელიას გამოუცხადა.
პარტიის ადგილობრივი თავმჯდომარის დავით მჟავანაძის განცხადებით, 28-30 იანვარს ჩანიშნული პარტიის თავმჯდომარის არჩევნებისთვის მიზანშეწონილი დრო ახლა არ იყო, რადგან მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეა გადასარჩენი.
მჟავანაძისვე განცხადებით, ნიკა მელიას თავმჯდომარის პოსტზე ჯერ შესაძლებლობები არ ამოუწურავს, ამიტომ ოზურგეთის ორგანიზაცია მხარს ნიკა მელიას უჭერს და ამ მიზნით ქმნის შტაბს, რომელსაც პარტიის წევრი და საკრებულოს დეპუტატი შალვა თავდიშვილი უხელმძღვანელებს.