18 მაისი 2024,   22:52
ვრცლად
საგარეჯოდან თბილისში გადმოყვანილი დაშავებული ქალის ოპერაცია მალე დაიწყება

საგარეჯოში მომხდარი დანაშაულის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრში გადმოიყვანეს. ქალს თვალი აქვს დაზიანებული.

ექიმის ინფორმაციით, ოპერაცია მალე დაიწყება. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

"სავარაუდოდ დილის 4 საათზე ახალგაზრდა ქალია გადმოყვანილი საგარეჯოს რაიონის საავადმყოფოდან, კატასტროფის მედიცინის მიერ. დიაგნოზი არის მარცხენა თვალის უცხო სხეული და ნაფლეთი ჭრილობა, ის ახლა მზადდება და ოპერაცია მალე დაიწყება. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება," - აცხადებს ექიმი ოთარ დიხამინჯია.

დღის ამბები