19 მაისი 2024,   01:47
ვრცლად
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში თამარ შიოშვილის ამერიკის მცოდნეობის ცენტრი გაიხსნა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში თამარ შიოშვილის ამერიკის მცოდნეობის ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდა აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

როგორც უნივერსიტეტის რექტორმა დოქტორმა საფფეთ ბაირაქ თუთქნმა ცენტრის გახსნაზე განაცხადა, ამერიკის მცოდნეობის ინგლისურენოვანი პროგრამა უკვე 20 წელია IBSU-ში ფუნქციონირებს, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი თამარ შიოშვილი.

აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა მადლობა გადაუხადა თამარ შიოშვილს იმ საქმიანობისთვის, რომელიც ის წლების განმავლობაში ეწევა ამერიკის საქართველოში პოპულარიზაციის მიზნით. ელჩმა აღნიშნა, რომ თამარ შიოშვილის ამერიკისმცოდნეობის ცენტრის გახსნა და აქ ამერიკისმცოდნეობის საკითხების განხილვა-დისკუსიები ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობის გაღრმავებას.

"მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც გაიხსნა ამერიკათმცოდნეობის ცენტრი. ამერიკის საელჩო რამდენიმე წელია მჭიდროდ თანამშრომლობს აღნიშნულ უნივერსიტეტთან და მონაწილეობას იღებდა ამ შენობებისა და პროგრამების განვითარებაში. პროგრამა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხელს უწყობს ახალგაზრდებს ინგლისური ენის უკეთ შესწავლასა და განვითარებაში. პროგრამას ასევე აქვს მრავალდისციპლინური მიდგომა და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, რომ შეიტყონ უფრო მეტი საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები