ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმის პროცესი. მცხეთის რაიონულ სასამართლოში გამოიკითხებიან მოწმეები და მოხდება წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა.
დანაშაულზე სამართალწარმოება ორად არის გაყოფილი. ნაწილს გამოძიება ხულიგნობას, ნაწილს დანაშაულის დაფარვას ედავება. მკვლელობის ბრალდება კი დავით ჯიჯეიშვილს აქვს წარდგენილი.
20 წლის მირიან კუკავა დაბადების დღის წვეულებაზე გასული წლის ზაფხულში მოკლეს.