19 მაისი 2024,   12:26
ვრცლად
2 წლის გოგო, რომელიც პიტბულმა დაგლიჯა, კლინიკიდან გაწერეს - როგორია მისი მდგომარეობა

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ექიმების თითქმის 2-თვიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად გადარჩენილი, 2 წლის გოგო, რომელიც საკუთარი ოჯახის ძაღლმა დაგლიჯა, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკიდან გაწერეს.

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ბავშვი სახლში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მომავალში გეგმური სამედიცინო ჩარევები სავარაუდოდ, ისევ დასჭირდება.

შემთხვევა 21 ნოემბერს, პეტრიაშვილის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ძიძა ბავშვს კვებისთვის ამზადებდა, რა დროსაც ტელევიზორის ჩასართავად შებრუნდა. სწორედ ამ დროს თავს დაესხა მცირეწლოვანს ძაღლი.

"როგორც გავიგეთ, ბავშვი ეზოში ძიძას ჰყავდა გაყვანილი. მამა სახლში იყო, ეძინა. შემდეგ ძიძამ შეიყვანა სახლში, საჭმელი უნდა ეჭმია და ჭოჭინაში ჩასვა, მულტფილმების ჩასართავად მიბრუნდა ტელევიზორისკენ. ამ დროს ძაღლი მშვიდად იყო, თუმცა, როგორც კი ძიძა მიტრიალდა, ეცა... პიტბულის თვისება იცით, კბილები პირდაპირ თავზე აქვს ჩავლებული, კარგა ხანს ვერ გააგდებინესო.

იქვე სტომატოლოგიური კლინიკაცაა, თანამშრომლებიც გამოსულან. ჩვენი თვალით ვნახეთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის ბავშვიო. გვითხრეს, რომ დიდი ხნის ნანატრი იყო..." - უთხრა "პრაიმტაიმს" თვითმხილველმა.

დღის ამბები