26 აპრილი 2024,   08:54
ვრცლად
რუსეთის აგრესიული პოლიტიკა არ დაწყებულა უკრაინის წინააღმდეგ ომით, ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო საქართველო - ირაკლი ჩიქოვანი 

ევროპის საბჭოს სხდომათა დარბაზში გაკეთებული განცხადებების შემდეგ რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებული რეზოლუცი ქართულ მედიასთან ირაკლი ჩიქოვანმა შეაფასა.

საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი მნიშვნელოვანს უწოდებს იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო დოკუმენტებში ფიქსირდება ის გზავნილები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესს უკავშირდება.

ჩიქოვანი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი საქართველო იყო. 

"ეს რეზოლუცია იყო კონცენტრირებული იმ უდიდეს გამოწვევაზე, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის აგრესიულ ომთან უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის აგრესიული პოლიტიკა არ დაწყებულა უკრაინის წინააღმდეგ ომით, არამედ ეს არის პოლიტიკა, რომელსაც ის წლებია აწარმოებს და ამის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო საქართველო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა არის გამოწვევა და მნიშვნელოვანი პრობლემა როგორც ევროპის საბჭოსთვის, ასევე მთლიანად ევროპისათვის,“ - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მაღალი მხარდაჭერით მიიღო რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებული რეზოლუცია - მათ შორის ცვლილება, რომელიც საქართველოს დელეგაციის მიერ იყო შეთავაზებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროპის კონტინენტი უპრეცედენტო გამოწვევის წინაშეა და საჭიროა არსებულ გამოწვევებზე პასუხის გაცემა. აქვე აღნიშნულია, რომ უკრაინაში ომი იმ სამხედრო აგრესიის გაგრძელებაა, რომელიც რუსეთმა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა. რეზოლუციას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

დღის ამბები