19 მაისი 2024,   04:56
ვრცლად
საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულ ზაზა ჩიხლაძეს დღეს დაკრძალავენ

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულ ზაზა ჩიხლაძეს დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილებენ. მას მშობლიურ სოფელ პატარა ჩაილურში დაკრძალავენ. ის ერთ-ერთია იმ ხუთი პირიდან, ვინც 20 იანვრის ღამეს, ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, ნოდარ ათუაშვილის ტყვიას ემსხვერპლა.

შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიჭრა 5 პირი. მათგან ერთი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 24- წლის გიორგი კიკნაძის მდგომარეობა მძიმე რჩება. ექიმის ინფორმაციით, პაციენტი კვლავ რეანიმაციაშია.

დღის ამბები