19 მაისი 2024,   06:04
ვრცლად
"მკვლელები დაისაჯონ" - 33 წლის ლევან გვიმრაძის ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა, გორის რაიონული სასამართლოს წინ აქცია გამართეს

"მკვლელები დაისაჯონ" - ამ მოთხოვნით, სოფელ კარბში გარდაცვლილი, 33 წლის ლევან გვიმრაძის ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა, გორის რაიონული სასამართლოს წინ აქცია გამართეს. მათ საქმეზე დაკავებული ასაკოვანი ქალისთვის ბრალის დამძიმება მოითხოვეს.

შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში 2022 წლის 10 ივლის მოხდა, თანასოფლელებს შორის სარწყავ წყალზე დაწყებული უთანხმოება მსხვერპლით დასრულდა. ლევან გვიმრაძე ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებებით 18 ივლის კლინიკაში გარდაიცვალა.

საქმეზე სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო, დაიკითხნენ მოწმეები. დაკავებულ ქალს, ბრალი წარდგენილი აქვს სხეულის განზრახ მძიმედ დაზიანების მუხლით. გარდაცვლილის ოჯახი ბრალის დამძიმებას მოითხოვს.

დღის ამბები