25 აპრილი 2024,   05:31
ვრცლად
სააპელაციო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენი უცვლელი დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენი უცვლელი დატოვა - ყოფილი ბანკირები და ბიზნესმენი დამნაშავედ ცნეს ჯგუფურ თაღლითობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს.

პროკურატურა სააპელაციოში ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თავად ბრალდებულების მოთხოვნა კი სრული გამართლება იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ფულის გათეთრების საქმეზე" ბრალდებული მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის განაჩენი 2022 წლის 12 იანვარს გამოაცხადა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ სამივე მათგანს წაყენებული ბრალი თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.

დღის ამბები