



პალესტინელებმა ღაზას სექტორიდან რაკეტები ისროლეს, რასაც ისრაელმა საჰაერო დარტყმებით უპასუხა,- ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პალესტინელების მიერ ღაზას სექტორიდან სამხრეთ ისრაელის მიმართულებით გასროლილი ორი რაკეტა ისრაელის სარაკეტო თავდაცვამ მოიგერია.
ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვა მსხვერპლი ისრაელის მიერ განხორციელებულ საპასუხო დარტყმებს.
ისრაელ-პალესტინის ძალადობის ესკალაციის გამო ვაშინგტონმა შეშფოთება მას შემდეგ გამოხატა, რაც ისრაელის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე განხორციელებული რეიდის დროს ცხრა პალესტინელი მოკლეს.