ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამეს, მიმდინარე წლის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიღწეულ შედეგებს.