02 მაისი 2024,   06:41
ვრცლად
72 წლის მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ მგელმა იმსხვერპლა - კასპში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დეტალები

კასპის მუნიციპალიტეტში 72 წლის მამაკაცის დანაწევრებული ცხედარი ნათესავმა იპოვა. ავთანდილ ბერინაშვილის კიდურები სოფელ ლამისყანაში საცხოვრებელი სახლის ეზოში ნახეს. ახლობლები ამბობენ, რომ მამაკაცი ნადირის, სავარაუდოდ, მგლის მსხვერპლი გახდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში ბოლო პერიოდში შინაურ ცხოველებზე ნადირის თავდასხმები გახშირდა, თუმცა დღეს მომხდარი ფაქტი ადამიანზე თავდასხმის პირველი შემთხვევაა. სოფლის მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს პრობლემის მოგვარების და მგლებზე ნადირობის მოთხოვნით მიმართონ.

ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა ცხედარს. ახლა სწორედ ექსპერტებმა უნდა დაადგინონ, კონკრეტულად რამ იმსხვერპლა 72 წლის ავთანდილ ბერინაშვილი.

72 წლის მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები