16 აპრილი 2024,   22:03
ვრცლად
ცნობილია კაცის ვინაობა, რომელმაც ჯერ ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

გორში, სოფელ რეხაში 70 წლის მამაკაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის ყოფილი პოლიციელი, ხვთისო პეტრიაშვილია.

მომხდარის სავარაუდო მიზეზზე ადგილობრივებს საუბარი უჭირთ, თუმცა როგორც პეტრიაშვილის ერთ-ერთი ნათესავი ამბობს, ყოფილ პოლიციელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა კიდეც, თუმცა, ბოლო პერიოდში მედიკამენტების მიღება შეწყვიტა და ამიტომ, ადგილობრივების ვარაუდით, მკვლელობა და თვითმკვლელობა სწორად მძიმე ემოციური ფონის გავლენით შეიძლებოდა ჩაედინა. 

ასევე, ახლობლები ჰყვებიან, რომ ცოლისა და სიდედრის მკვლელობის შემდეგ პეტრიაშვილმა შვილებს დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო, შვილებმა კი პოლიციას მიმართეს. ვიდრე ადგილზე სამართალდამცველები მივიდოდნენ, ხვთისო პეტრიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის ბრიგადები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დღის ამბები