05 მაისი 2024,   00:43
ვრცლად
ინფრასტრუქტურის სამინისტრო საგარეჯო - ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს იწყებს - პროექტის მიხედვით, მშენებლობა ორ წელიწადში უნდა დასრულდეს

კახეთში მალე კიდევ ერთი ახალი გზის მონაკვეთი აშენდება. ინფრასტრუქტურის სამინისტრო საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.

პროექტის თანახმად 4 ზოლიანი ბეტონის ჩქაროსნული გზის მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდეს და მისი ღირებულება 276 მილიონ ლარზე მეტი იქნება.

საგარეჯო-ბადიაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი კახეთის ახალი მაგისტრალური გზის შემადგენელი ნაწილია, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შედგება.

ამ დროისთვის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს ყველაზე მნიშვნელოვან თბილისი-საგარეჯოს 35 კილომეტრიან მონაკვეთზე რომელიც სამი ნაწილისგან შედგება-ვაზიანის შემოვლითი გზა, ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთი და საგარეჯოს შემოვლითი გზა.

აქედან ვაზიანის შემოვლითი გზის მშენებლობა წელს დასრულდება ხოლო დანარჩენი ორი მონაკვეთის 2024 წელს.

სამუშაოები მიმდინარეობს ბაკურციხე-წნორის შემოვლით, თითქმის 17 კმ-იან გზაზეც, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს გვერდს აუვლის.

დღის ამბები