07 მაისი 2024,   04:48
ვრცლად
სამტრედიაში სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია, ამჯერად, სამტრედიაში გაიმართა. "თავისუფლება მიშას"- ამ მოწოდებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები საკრებულოსთან შეიკრიბნენ.

მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილი გადასარჩენია და ზვიად გამსახურდიას მსგავსად, არ უნდა დაიღუპოს მესამე პრეზიდენტი.

აქციის მონაწილეების თქმით, აქცია ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება  და თბილისში მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართება.

დღის ამბები