06 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
ქართული სტენდი საერთაშორისო გამოფენაზე - ბერლინმა "ფრუთ ლოჯისტიკა 2023-ს" უმასპინძლა

ქართული სტენდი საერთაშორისო გამოფენაზე - ბერლინმა "ფრუთ ლოჯისტიკა 2023-ს" უმასპინძლა, სადაც მონაწილეობა ქართულმა თოთხმეტმა კომპანიამ მიიღო.

სოფლის განვითარების სააგენტომ, გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებასთან თანამშრომლობით, გამოფენაზე ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი ის კომპანიები წარადგინა, რომელთა პროდუქტებიც ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

წელს გამოფენაში მონაწილეობა 87 ქვეყანამ და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედმა 2 000-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო.

დღის ამბები