06 მაისი 2024,   15:22
ვრცლად
ტერორისა და აგრესიის დაფინანსებაში ჩართული რუსული სისტემის ყველა ელემენტი იზოლირებული უნდა იყოს მსოფლიო სისტემებისგან - ზელენსკი

"ტერორისა და აგრესიის დაფინანსებაში ჩართული რუსული სისტემის ყველა ელემენტი იზოლირებული უნდა იყოს მსოფლიო სისტემებისგან" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ "დილომატიური მარათონი" უკრაინის გასაძლიერებლად გრძელდება. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მუშაობს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე არსებული პრობლემების მიუხედავად.

"ჩემი განკარგულებით ძალაში შევიდა ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რუსეთის ატომურ ინდუსტრიაში მომუშავავზე 200 ადამიანზე სანქციების დაწესების შესახებ.

ეს არის ჩვენი სახელმწიფოს კიდევ ერთი ნაბიჯი ტერორისტული სახელმწიფოს ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს სანქციები რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ გახდეს ომის გამო მსოფლიო სანქციების ნაწილი. მაგრამ ეს ადვილი არ არის - არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა.

ჩვენ უკვე ვემზადებით დაგეგმილი კომუნიკაციებისა და მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ არ შევწყვეტთ დიპლომატიურ მარათონს, რომელიც დავიწყეთ უკრაინის შეიარაღებული და სხვა სახის მხარდაჭერის გასაძლიერებლად," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები