უამინდობა იმერეთში- რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
გზები იწმინდება, როგორც ქალაქის ასევე სოფლების მიმართულებით, თუმცა რიგ შემთხვევებში სამუშაოებს ინტენსიური თოვა აფერხებს.
მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის მიწოდების მიმართულებითაც.