30 აგვისტო 2026,   01:13
ვრცლად
უკვე მესამე დღეა თოვს გურიის რეგიონში- ამ დროისთვის, ნალექს რეგიონისთვის სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია

დიდთოვლობამ მცირე პრობლემები შექმნა გურიაში. თოვლის საფარმა მაღალმთიან ზონაში 1 მეტრს მიაღწია. უხვი ნალექია ჩოხატაურშიც, სადაც ამ დრომდე სოფლის შიდა გზებზე გადაადგილება შეზღუდულია.

მუნიციპალური ტექნიკა გზებს აქტიურად წმენდს. ცენტრალური გზის პარალელურად, იწმინდება შიდა სასოფლო გზებიც. ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი მოსახლეობას სრულად მიეწოდება.

დღის ამბები