03 მაისი 2024,   11:11
ვრცლად
მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა

საქართველოს რეგიონებში ინტენსიურად თოვს - მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა, ამ დროისთვის მოძრაობა მთლიანად შეწყვეტილია ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის, სოფელ პაქსაძეებიდან კურორტ გოდერძიმდე მონაკვეთზე.

მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები, რომელშიც ჩართულია დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ყველა სპეცტექნიკა.

ოფიციალური ინფორმაციით, პირველ რიგში იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები.

მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობისა და უამინდობის გამო საავტომობილო მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.

დღის ამბები