01 მაისი 2024,   08:55
ვრცლად
ავარია ანანურში მსხვერპლით დასრულდა - მძღოლი, რომელიც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შეეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა

ანანურში, გუდაურის გზაზე მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანი შეეწირა. არსებული ინფორმაციით, მძღოლს ავტომობილში ჩაეძინა და საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა. შუახნის კაცმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა.

არსებული ცნობით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

პოლიციის ორი თანამშრომელი კი დაზიანებებით ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.

 

დღის ამბები