30 აგვისტო 2026,   00:37
ვრცლად
საიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში წარადგინა

საია-მ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. ორგანიზაციის შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში, ფაქტობრივად, მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები ხვდებიან.

როგორც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მეთერთმეტე ანგარიშშია აღნიშნული, 2022 წელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომების ორგანიზება გაუარესდა. მათი განმარტებით, სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის 3 სამუშაო დღით ადრე გამოქვეყნების ვადა არცერთ შემთხვევაში არ იყო დაცული. მონიტორინგის ანგარიში 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

დღის ამბები