30 აგვისტო 2026,   01:14
ვრცლად
რა არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დამძიმების მიზეზი - ექიმების თქმით, ექსპრეზიდენტი ცილოვანი საკვების მიღებაზე კვლავ უარს ამბობს

რა არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დამძიმების მიზეზი? - კლინიკაში მყოფი მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით მისი მკურნალი ექიმების მიერ გუშინ გაკეთებულ შეფასებებს კიდევ ერთხელ ეხმაურებიან პოლიტიკოსები.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მედიკოსების სპეციალურ განცხადებას პასუხისმგებლობის არიდების მცდელობად აღიქვამენ და ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტი საკვებს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იღებს.

მმართველი გუნდი კი, სააკაშვილს და მასთან დაახლოებულ პირებს ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებაში ადანაშაულებს.

ექიმების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ცილოვანი საკვების მიღებაზე კვლავ უარს ამბობს და ის იღებს დაახლოებით იმ კალორაჟის მეოთხედს, რაც მის ორგანიზმს ესაჭიროება.

დღის ამბები