ბლოკირებული გზები და გათიშული ელექტროენერგია - უხვმა ნალექმა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პრობლემები შექმნა.
რეგიონის მასშტაბით, მობილიზებულია 30 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც გზები იწმინდება.
ონი-ღების დამაკავშირებელი გზის გაწმენდით სამუშაოებს და რეგიონში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ავტორი: ლიზა კოვზირიძე