05 მაისი 2024,   00:56
ვრცლად
რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავამდე ერთი დღით ადრე უკრაინაში კვლავ ინტენსიური ბრძოლებია

რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავამდე 1 დღით ადრე უკრაინაში კვლავ ინტენსიური ბრძოლებია. რუსმა ძალებმა გვიან ღამით ნიკოპოლის 2 დასახლება დაბომბეს, აფეთქებების ხმა ისმოდა მარიუპოლშიც.

სატელეფონო საუბარი შედგა ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის. მხარეებმა ლონდონში მიღწეული შეთანხმებების შესრულების საკითხი განიხილეს. რიში სუნაკი ამბობს, რომ შორი დისტანციის იარაღს შეუძლია უკრაინას უპირატესობა მისცეს ბრძოლის ველზე და რომ ბრიტანეთი მსგავს იარაღს მიაწვდის უკრაინას, თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ დაზუსტებულა.

ამასთანავე უკრაინას შესაძლოა მარტის ბოლოს საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 15 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პროგრამაზე წვდომა ჰქონდეს.

 

 

დღის ამბები