03 მაისი 2024,   13:49
ვრცლად
ხელოვნურად გაზრდილი ფასები თურქულ მედიკამენტებზე - რა განმარტებას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო

ხელოვნურად გაზრდილი ფასები თურქულ მედიკამენტებზე - ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. უწყების ცნობით, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა, თურქეთიდან შემოტანილ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს და ევროპიდან იმპორტირებულ მედიკამენტთა საფასურს გაუთანაბრეს.

უწყებასთან ერთად ვითარებას კონკურენციის ეროვნული სააგენტოც შეისწავლის.

"ჩვენთვის ძალიან შემაშფოთებელი იყო ის ფაქტი, რომ გასული რამდენიმე დღის განმავლობაში დაფიქსირდა ფარმაცევტულ დაწესებულებებში თურქეთიდან იმპორტირებულ გარკვეულ მედიკამენტებზე ფასების ზრდა. ჩვენი შეფასებით, ეს არის ხელოვნური ზრდა, რადგან ამ პირობებში სხვა განმარტება ამ ზრდას რეალურად არ აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ყველანაირად მსგავსი ფაქტები აღვკვეთოთ, ამდენად, ჯანდაცვის სამინისტრო გამოიყენებს საერთაშორისო გამოცდილებას, პარტნიორებთან თანამშრომლობას, ასევე სხვა უწყებებთან თანამშრომლობასაც იმისთვის, რომ ამ ტიპის არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი, ფასების ხელოვნური მატება, ხელოვნურად დარღვეული კონკურენციის ჯანსაღი წესები აღიკვეთოს," - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.

დღის ამბები