27 აპრილი 2024,   16:04
ვრცლად
ვიქტორ ორბანმა უნგრეთის ოპონენტებად ჯო ბაიდენი და ჯორჯ სოროსი დაასახელა

ვიქტორ ორბანმა უნგრეთის ოპონენტებად ჯო ბაიდენი და ჯორჯ სოროსი დაასახელა. უნგრეთი თვლის, რომ ბუდაპეშტმა ომის საკითხზე თავისი პოლიტიკა არ უნდა შეცვალოს.

უნგრეთის პრემიერის აზრით, ამ ომში გამარჯვებული არ იქნება, რადგან უკრაინის უკან დასავლეთი დგას, რუსეთი კი ბირთვული სახელმწიფოა და მისი კუთხეში მომწყვდევა შეუძლებელია. ორბანს მიაჩნია, რომ ევროპა ბოლო ერთი წლის განმავლობაში დასუსტდა. მიზეზი კი ბაიდენის ადმინისტრაციაა, რომელიც ბრიუსელში ევროპული ინტერესების ხარჯზე, თავის ინტერესებს საზღვრების გარეშე ატარებს. უნგრეთის პრემიერი აცხადებს, რომ ასეთ ვითარებაში უნგრეთმა საკუთარი ინტერესები უნდა წარადგინოს. 

დღის ამბები