28 აპრილი 2024,   01:06
ვრცლად
რუსული საოკუპაციო ძალის უკრაინაში შეჭრიდან 1 წელი გავიდა

ზუსტად 1 წლის წინ, დილის 4 საათზე უკრაინაში აფეთქებების ხმა გაისმა. რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს კიევსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებზე. პარალელურად, შეტევა დაიწყეს საოკუპაციო ძალის სახმელეთო შენაერთებმა.

რამდენიმე კვირაში რუსულმა ჯარმა, ყირიმის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ჩათვლით ქვეყნის 28 პროცენტის გაკონტროლება შეძლეს, რასაც მოყვა ვლადიმერ პუტინის მხრიდან , ლუჰანსკის, დონეცკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის ფედერაციაში მიღებასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე ხელის მოწერა.

გაეროს ოფიციალური მონაცემებით, ინტერვენციის დაწყებიდან ამ დრომდე მოკლულია 7000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. დაშავდა 12 000-მდე ადამიანი.

ორგანიზაციის შეფასებით, გაცილებით შემაშფოთებელია არაოფიციალური სტატისტიკა. რუსული აგრესიის შედეგად საკუთარი ქვეყნის დატოვება 8 მილიონ უკრაინელს მოუწია.

დღის ამბები