28 აპრილი 2024,   04:12
ვრცლად
რა ვითარებაა კიევში ომიდან 1 წლის თავზე - "კურიერის" ჩართვა უკრაინის დედაქალაქიდან

რუსული სისასტიკის ერთი წელი - გასული წლის 24 თებერვალს, ოკუპანტებმა მძინარე კიევი დაბომბეს. სარაკეტო იერიშები დედაქალაქის გარდა სხვა ოლქებზეც მიიტანეს. პარალელურად შეტევა დაიწყეს საოკუპაციო ძალის სახმელეთო შენაერთებმა.

გაეროს მონაცემებით, რაც სრულ სურათს არ ასახავს, ომის შედეგად დაიღუპა 8ა ათასზე მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა 8 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ომის წლისთავზე გრძელდება იერიშები, ქვეყანა 24 თებერვლისთვის განსაკუთრებულ თავდასხმებს ელოდა, თუმცა დედაქალაქში ამ წუთებში გაცილებით მშვიდი ვითარებაა ვიდრე ეს ზუსტად ერთი წლის წინ იყო.

ამ დროისთვის უკრაინის დედაქალაქში სიმშვიდეა. 2 დღეა კიევის მაცხოვრებლებს საჰაერო განგაშის ხმა არ გაუგიათ. მოსახლეობა ქალაქის ქუჩებში ჩვეულებრივ გადაადგილდება. დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოხსნილია ბარიკადები, მანქანებისთვის მოძრაობა თავისუფალია. მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი არ აპირებენ ქალაქის დატოვებას, მიუხედავად იმისა რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ომის წლისთავთან დაკავშირებით მასიური სარაკეტო შეტევის შესახებ.

ადგილზე იმყოფება პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც ცოტა ხნის წინ პატივი მიაგო ომში დაღუპულებს. ამ ღონისძიებაზე მედია არ იქნა დაშვებული, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე.

დღეს, დილით ტრადიციული მიმართვა გაავრცელა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან განაცხადა, რომ უკრაინა დგას, უკრაინა იბრძვის, უკრაინელ ხალხს არაფერი შეაშინებს. პრეზიდენტ ზელენსკის დაუსვეს კითხვა თუ როდის ჩაიცვამს კოსტუმს და როდის გაიკეთებს ჰალსტუხს, რაზეც ზელენსკიმ უცხოურ მედიას უპასუხა, რომ ის დაუბრუნდება მუშაობის ჩვეულ რეჟიმს მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინა მიაღწევს საბოლოო გამარჯვებას.

უკრაინის დედაქალაქში დღეს ელოდებიან რამდენიმე უცხოურ დელეგაციას, მათ შორის შესაძლოა კიევში ევროპარლამენტარებიც ჩავიდნენ.

რაც შეეხება თავად ფრონტის ხაზს და ბრძოლებს, ამ დროისთვის შეიძლება ითქვას რომ არსებობს 2 წითელი წერტილი. ეს არის ქალაქი ბახმუტი, რომლის აღებასაც უკვე ნახევარი წელია საოკუპაციო ძალები უშედეგოდ ცდილობენ და მეორე არის ხარკოვის ოლქში ქალაქი კუპიანსკი, რომელიც ბოლო ერთი კვირაა განსაკუთრებით ინტენსიურად იბომბება.

"პირველი აფეთქებების ღამეს ოჯახთან ერთად სახლში ვიმყოფებოდი და ოფისიდან დამირეკეს. მითხრეს, რომ დაიწყო საჰაერო დარტყმები. ცხადი იყო, რა მოხდებოდა შემდეგ. გაგვაფრთხილეს, რომ ჩვენ ვიყავით ნომერ პირველი სამიზნე. ამიტომ, მეუღლეს ვუთხარი: უნდა მოვემზადოთ, ბავშვები გავაღვიძოთ, ომი დაიწყო. მოვედი და მას შემდეგ აქ ვარ. ჩვენ არ დავღლილვართ. მახსოვს ევროპის სახელმწიფოს რამდენიმე ლიდერმა დამირეკა და მითხრა რომ ესაუბრნენ პუტინს და ის თავს არ დაგვესხმებოდა. მაგრამ ჩვენ ვგრძნობდით რომ შემოჭრის შანსი დიდი იყო. სამხედროებმა იცოდნენ. ყველა მზად იყო. თუ ომი დაიწყებოდა, ყველა ინსტიტუტს გამართულად უნდა ემუშავა. ვერ დავმშვიდდები თუკი არ იქნება გამარჯვება. როცა ჩვენ გავიმარჯვებთ, მე ისევ ახალგაზრდული იერი მექნება და გავიღიმებ," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები