საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა კალათბურთელებმა ნიდერლანდების ნაკრები ანგარიშით 88-80 დაამარცხეს.
შეხვედრა მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო, პირველი ტაიმი ნიდერლანდების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მეორე ნახევარში გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა.
ორივე ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, რომელმაც საკუთარ გუნდს 25 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო, გადამწყვეტ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში გამართავს. გუნდი ისლანდიას დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში პირველად ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.